წესები და პირობები
SMS Qula ლოიალობის პროგრამაში ჩართვისა და თქვენი პრესონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 21 თებერვალი
- ზოგადი პირობები
ესემესქულა („SMSQULA”) წარმოადგენს ლოიალობის პროგრამას, რომელში ჩართვის შემთხვევაში, თქვენ გვიზიარებთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო ჩვენ პერიოდულად გიგზავნით სარეკლამო შეტყობინებებს, რა დროსაც თითოეულ სარეკლამო შეტყობინების მიღებისას თქვენ აგროვებთ გარკვეული რაოდენობის ქულებს, ხოლო შემდგომ ეტაპზე დაგროვებულ ქულებს ცვლით ჩვენი პარტნიორების საჩუქრებზე („ლოიალობის პროგრამა“).
ჩვენ, ვინც გთავაზობთ ლოიალობის პროგრამაში ჩართვას, ვინც ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს ამ წესებისა და პირობების თანახმად, ვართ: შპს „ესემესქულა“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით 406459498 („კომპანია“).
ლოიალობის პროგრამაში ჩართვისთვის, ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს („წესები და პირობები“). წესებსა და პირობებს აქვთ სავალდებულო იურიდიული ძალა და არეგულირეს თქვენსა და ჩვენ შორის ურთიერთობებს. წესები და პირობები ძალაში შედის მის გამოქვეყნების თარიღზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით დოკუმენტში მოცემულ რომელიმე პირობას, გთხოვთ არ გამოხატოთ თანხმობა მასზე და ჩვენ არ შევაგროვებთ თქვენს არანაირ პერსონალურ მონაცემს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ ლოიალობის პროგრამაში ჩართვას და საჩუქრების მიღებას.
ლოიალობის პროგრამის პირობები, საჩუქრები, მათი მიღების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხები, ასევე წინამდებარე წესები და პირობები განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე www.smsqula.ge („ვებ-გვერდი“). ეს პირობები პერიოდულად შესაძლოა შეიცვალოს თქვენთვის შეტყობინების გამოგზავნის გარეშე. ამიტომ, თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია, პერიოდულად გადაამოწმოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ლოიალობის პროგრამის პირობებთან დაკავშირებით.
- პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თავად მოგვაწვდით ვებ-გვერდის მეშვეობით. ეს არის პირველ რიგში, თქვენი მობილური ნომერი, ასევე შეიძლება იყოს თქვენი ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და სხვა საკონტაქტო თუ პერსონალური ინფორმაცია („მონაცემები“).
- მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ თქვენს მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, ასევე თქვენთან, როგორც ლოიალობის პროგრამის მონაწილესთან დასაკავშირებლად და თქვენი იდენტიფიკაციისთვის. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, ჩვენ თქვენს მობილურის ნომერზე, ელ-ფოსტაზე ან თქვენ მიერ მითითებულ სხვა საკონტაქტო არხზე გამოგიგზავნით წერილობით შეტყობინებებს ჩვენი და სხვადასხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების, ბიზნეს საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქტების, მომსახურებების, იდეების, სამუშაოს ან/და წამოწყებების შესახებ. ეს შეტყობინებები შეიძლება იყოს სარეკლამო, სააქციო ან/და ინფორმაციული ხასიათის.
- მონაცემთა დამუშავების ფორმები
ჩვენ დავამუშავებთ მონაცემებს ავტომატური საშუალებებით, ესე იგი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ, ჩვენ შეიძლება განვახორციელოთ მონაცემთა შეგროვება და შენახვა ელექტრონულ მატარებლებსა და სისტემებში, ასევე მოვახდინოთ მონაცემთა ორგანიზება და დაჯგუფება კატეგორიებად.
- მონაცემთა გადაცემა
ჩვენ თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ სხვა პირს. მონაცემებთან დროებითი და შეზღუდული წვდომა შესაძლოა ჰქონდეს ჩვენს კონტრაქტორ პირს, რომლის სარეკლამო შეტყობინებასაც იღებთ, თუმცა ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო სამართლებრივ, ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ ზომას, რათა არ მოხდეს თქვენი მონაცემების დაკოპირება, გადაცემა ან სხვაგვარად დამუშავება მესამე პირის მიერ.
მონაცემებთან წვდომა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს თანამშრომელს ან კონტრაქტორ პირს, მხოლოდ შეზღუდულად, გაუმჟღავნებლობის პირობით და მხოლოდ მონაცემთა დამუშავების მიზნის შესრულების უზრუნველსაყოფად.
- მონაცემთა დამუშავების ვადა
ჩვენ დავამუშავებთ მონაცემებს განუსაზღვრელი ვადით.
- მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენი უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.
- მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობის გახმობა
თქვენ უფლება გაქვთ, უფასოდ და შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს გააუქმოთ და გაიხმოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე, ჩვენთვის გაუქმების შესახებ შეტყობინების გამოგზავნის საფუძველზე, ელ–ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: forgetme@wifisher.com. ან მოგვწერეთ ნებისმიერი ტიპის ტექსტი მოკლე ნომერზე - 94471. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, შვიდი (7) სამუშაო დღის განმავლობაში, სამუდამოდ ამოვშლით თქვენს მონაცემებს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან და აღარ გამოვიყენებთ და აღარ დავამუშავებთ მათ რაიმე ფორმით. მონაცემთა წაშლის შედეგად თქვენ ამოირიცხებით ლოიალობის პროგრამიდან.
- ლოიალობის პროგრამის საჩუქრები
ლოიალობის პროგრამის საჩუქრები წარმოადგენს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და საწარმოების საჩუქრებსა და შემოთავაზებებს, შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას საჩუქრის ხარისხზე, მახასიათებლებზე, მიწოდების პირობებზე, საჩუქრის გადმოცემის შესრულების კონტროლზე ან ზიანზე, რომელიც შეიძლება დაგიდგეთ საჩუქრით სარგებლობის შედეგად.
- ინტელექტუალური საკუთრება
ლოიალობის პროგრამა და ვებ-გვერდი როგორც მთლიანად, ასევე მათში შემავალი თითოეული კომპონენტი, მათი დიზაინები, არქიტექტურა და სხვა პროგრამული ელემენტები, ჩვენი ლოგო, სახელწოდება, დევიზი, რომელსაც ვიყენებთ თქვენთვის ლოიალობის პროგრამის მიწოდების პროცესში, წარმოადგენს კომპანიის კუთვნილ ან/და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს. თქვენ არ გადმოგეცემათ რაიმე უფლება ან ლიცენზია აღნიშნულ ობიექტებზე.
- მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენ შორის ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.
- ცვლილებები და დამატებები
კომპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს ლოიალობის პროგრამის პირობები, საჩუქრები და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია თქვენთვის შეტყობინების გამოგზავნის გარეშე.
კომპანია ასევე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. აღნიშნული დოკუმენტის განახლებული ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე და მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, რომელიც იმავდროულად იქნება დოკუმენტის წინა ვერსიის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დოკუმენტის ახალი ვერსიის ძალაში შესვლის თარიღი. აღნიშნული თარიღიდან წესების და პირობების ახალი ვერსია გავრცელდება თქვენ მიერ ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობასა და მონაცემთა შეგროვებაზე. ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ შეტყობინება დოკუმენტში ცვლილების თაობაზე.
თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია, თქვენთვის მისაღები პერიოდულობით, გადაამოწმოთ როგორც ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ლოიალობის პროგრამის პირობების თაობაზე, ასევე წინამდებარე წესებისა და პირობების ცვლილების სტატუსი და მიმდინარე მოქმედი ვერსია ჩვენს ვებ-გვერდზე.
ეს წესები და პირობები შესაძლოა განთავსებული იყოს სხვადასხვა ენებზე. ტექსტებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება დოკუმენტის ქართულ ვერსიას.
კვლავ შეგახსენებთ, თუ თქვენ არ დაეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენს არცერთ მონაცემს არანაირი ფორმით, ამასთან თქვენ ვერ გახდებით ლოიალობის პროგრამის მონაწილე.
თანახმა ვარ
ყველაზე მარტივი ლოიალობის პროგრამა საქართველოში
ჩაერთე ქულების დაგროვების პროგრამაში.
რა არის SMSQula
SMSQula ლოიალობის პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც მიღებულ სარეკლამო SMS-ზე მომხმარებელს ერიცხება სარგებელი (1 sms = 10 ქულას).
ანგარიშის დეაქტივაციისთვის/პროგრამიდან რეგისტრაციის გაუქმებისთვის, მოგვწერეთ ნებისმიერი ტიპის ტექსტი მოკლე ნომერზე - 94471